მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თურქეთში დასვენება 40-60%-ით გაძვირდა, იტალიაში კი 70%-მდე" - ტუროპერატორი

62e400d1e4ace
მარიამ იზორია
29.07.22 21:50
1105
ქვეყნის გარეთ დასვენება მიმდინარე წელს წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაძვირდა. მაგალითად, ტურისტული კომპანია Checkin Travel-ის დამფუძნებელი ია გედევანიშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით თურქეთში დასვენება 40-60%-ით ძვირი ჯდება, რაც შეეხება იტალიას, მისი თქმით, აქ დასვენების ფასი 2019 წელს თუ შევადარებით 70%-მდე არის გაზრდილი.

„წინა წელს პანდემია სრულდებოდა და ფასები ასეთი აწეული არ იყოს. თურქეთი 2000 ლარიდან იწყებოდა, ახლა კი ანალოგიურ პირობებში დასვენება 3 800 ლარიდან არის შესაძლებელი. იტალიის შემთხვევაში აქ პანდემიამდე ფრენა ძალიან იაფი იყო, შესაძლოა, ბილეთი 100 ევროდაც გეყიდა, ახლა კი იტალიაში სამოგზაურო პაკეტებზე ფასების ზრდის მიზეზი ბილეთის ფასია. რაც შეეხება თურქეთს, წელს ძალიან მოთხოვნადია, განსაკუთრებით რუსეთი და ბელარუსისთვის, რადგან პირდაპირი ფრენა აქვთ“, - განმარტავს ის.

ია გედევანიშვილი იმასაც ამბობს, რომ მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოდან უცხოეთში დასვენებაზე მოთხოვნა ძალიან დიდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები