მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უცხოურმა ჯგუფებმა საქართველოში ზეთისხილის წარმოებაში ინვესტირება გადაწყვიტეს, ასობით მლნ-ზეა საუბარი“

61a0c9e5d1c48
ვიქტორია მღებრიშვილი
26.11.21 19:30
2834
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი სვანიძის განცხადებით, საქართველოში ზეთისხილის წარმოებაში ინვესტირების სურვილი რამდენიმე ქვეყანაში მოქმედი ბიზნესებიდან მოდის.

როგორც მან დღეს ზეთისხილის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასწრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია ასობით მილიონ ლარზე, რომელიც დარგში გრძელვადიან პერიოდში ჩაიდება, რადგან თავად ზეთისხილის წარმოება, გრძელვადიანი პროცესია.

„მსოფლიოს 48 ქვეყანამ საქართველო, როგორც ზეთისხილის საუკეთესო მწარმოებელ ქვეყნად გაიცნო. გარდა ამისა, ორმაგი დაუბეგრავობის ხელშეკრულების საფუძველზე ინვესტორები საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდნენ. უკვე ჩანს რამდენიმე ქვეყნიდან ჯგუფები, რომლებმაც კონკრეტულად საქართველოში ზეთისხილის წარმოებაში ინვესტიციებს ჩადება გადაწყვიტეს. ზეთისხილის წარმოება გრძელვადიანი პროცესია და აქედან გამომდინარე, ინვესტირება გრძელვადიანად არის გათვლილი. არ შევუშინდები ვთქვა, რომ ასობით მილიონ ინვესტიციაზე იყო საუბარი“, - განაცადა გიორგი სვანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები