მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უდაბნოს მზის ელექტროსადგურს" შპს "ნექსთ ენერჯი" ააშენებს

61420d3501c3f
დავით ჯალაღონია
15.09.21 23:00
1442
"უდაბნოს მზის ელექტროსადგურის" პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით ინტერესთა გამოხატვაში შპს "ნექსთ ენერჯიმ" გაიმარჯვა.

შედეგად, "ენერგეტიკის განვითარების ფონდი" ინვესტორს შპს "საქართველოს მზის კომპანიის" საწესდებო კაპიტალში 90%–იან წილს გადასცემს, რაც სატენდერო პირობა იყო.

რაც შეეხება პროექტის მახასიათებლებს, აღნიშნული მზის სადგური საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში უნდა აშენდეს. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ა, მისი საინვესტიციო ღირებულება კი - 3.45 მლნ აშშ დოლარი.

შეგახსენებთ, რომ უდაბნოს მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ინტერესთა გამოხატვა 2018 წელსაც გამოაცხადა და გამარჯვებულად შპს "სოლარ ფაუერ ჯორჯია" გამოავლინა, თუმცა მზის სადგურის აშენება ვერ მოხერხდა. პროექტთან დაკავშირებით არსებულ შეფერხებებზე კომპანიის ხელმძღვანელი 2019 წელს BM.GE-ს ესაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები