საქართველოს სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის ახალ პროექტს "უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს’’იწყებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ონლაინ-ვაჭრობის განვითარებას.
როგორც bm.ge-ს განუცხადეს, კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოში რეგისტრირებულ ყველა მეწარმეს შეუძლია, რომელსაც სურს საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით გაყიდოს. კონკურსში გამარჯვებულ 100 მეწარმეს უფასო ვებ-გვერდი გადაეცემა.
სავაჭრო პალატა 100 გამარჯვებული მეწარმისთვის უზრუნველყოფს: უფასო ვებ-გვერდის დამზადებას, ვებ-გვერდის მართვის უფასო ტრენინგს, 1 წლიან უფასო დომენს, 1 წლიან უფასო ჰოსტინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მონაწილეების მსურველებმა უნდა შეავსონ მოკლე კითხვარი:
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ოქტომბერი.
პროექტი ხორციელდება მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით.