მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკრაინაში ექსპორტი გაგვიჩერდა... რუსეთში ექსპორტს არც განვიხილავთ" - Black Sea Laurus

62308201c6b11
მარიამ იზორია
15.03.22 20:43
944
დაფნის გადამმუშავებელმა საწარმომ Black Sea Laurus-მა უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო ექსპორტი შეაჩერა.

კომპანიის წარმომადგენელი მიხეილ მელუა bm.ge-სთან აცხადებს, რომ Black Sea Laurus-ი თითქმის სრულ ექსპორტს უკრაინაში ახორციელებდა და მიმდინარე წელს გარკვეული ნაწილი, კერძოდ, 12 ტონა დაფნა გაყიდა. მისივე თქმით, ბაზრის დივერსიფიცირების მიზნით მოლაპარაკებების პროცესი ჩინეთთანაც მიმდინარეობდა, თუმცა დაძაბული ვითარების გამო შეჩერდა.

“მოლაპარაკებების პროცესი ჩინეთთან დავიწყეთ, თუმცა ახლა ესეც გაჩერდა. წინასწარი პროგნოზების გაკეთება გვიჭირს, წელს 400 ტონა დაფნის გადამუშავებას ვგეგმავდით, მაგრამ ახლა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არ ვიცით გასაღების ბაზრების მოძიებას როგორ შევძლებთ.

რუსეთში ექსპორტს არ განვიხილავთ, ყველამ კავშირი გაწყვიტა და ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან მოლაპარაკება დავიწყოთ” - ამბობს მიხეილ მელუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები