მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკვე ასამდე ძაღლი გვყავს დაზღვეული" - "ირაო"

61f13b9f2c333
მარიამ იზორია
27.01.22 00:03
1412
სადაზღვევო კომპანია “ირაო” საქართველოში ერთადერთია, რომელიც მომხმარებელს შინაური ცხოველის, კერძოდ, ძაღლის დაზღვევას სთავაზობს.

როგორც bm.ge-ს კომპანიის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ელენე მარგიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის უკვე 100-მდე ძაღლი ჰყავთ დაზღვეული და მათი რაოდენობა თვიდან თვემდე იზრდება. მისივე თქმით, მზარდი მოთხოვნის გამო კატების დაზღვევის პაკეტის დამატებაც იგეგმება.

“დღეს უკვე 100-მდე ძაღლი გვყავს დაზღვეული და ვფიქრობთ, მიმდინარე წელს მათი რიცხვი გაორმაგდება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროდუქტი ჩვენთვისაც ახალია, საწყისად ძაღლებით დავიწყეთ, მზარდი მოთხოვნის გამო კატების სადაზღვეო პაკეტსაც დავამატებთ.

პაკეტის ყოველთვიური საფასური 30 ლარია და მომსახურებაში, ვაქცინაცია, 24-საათიანი სატელეფონო კონსულტაცია, გეგმური და გადაუდებელი, როგორც ამბულატორიული, ასევე ჰოსპიტალური მომსახურება, მედიკამენტები და ონკოლოგია შედის. აღსანიშნავია, რომ გარდა ვაქცინაციისა ამ მომსახურების მიღება ნებისმიერ ლიცენზირებულ ვეტერინარულ კლინიკაშია შესაძლებელი. ვაქცინაციის ჩატარება კი მომხმარებელს „ვეტექსში“, „ვეტლაიფში“, „ზოოპლაზაში“, „აგრარულსა" და "ვეტ ჰაუსში" შეუძლიათ. ისინი ასევე შინაური ცხოველების სხვდასხვა პროდუქციასა და სერვისზე ფასდაკლებით ისარგებლებენ”, - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები