მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაკის საცურაო აუზის ზარალმა უკვე მილიონ ლარს გადააჭარბა"

5efb51f8d3a75
სალომე მეცხვარიშვილი
30.06.20 19:00
2948
ვაკის საცურაო აუზის ზარალმა უკვე მილიონ ლარს გადააჭარბა, - ამის შესახებ bm.ge-ს ვაკის საცურაო აუზის ოპერაციების მენეჯერმა მიხეილ გოგოლაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დარგის წარმომადგენლები საკოორდინაციო საბჭოს წევრებს 23 ივნისს შეხვდნენ და ამ დრომდე ელოდნენ საბოლოო პროტოკოლს, სადაც გაწერილი იქნებოდა, რა პირობებით უნდა გახსნილიყვნენ ობიექტები, თუმცა, საბოლოო პროტოკოლი არ მიუღიათ. ასევე, ვაკის საცურაო აუზისთვის, არავის მიუწოდებია ინფორმაცია, რომ ფიტნესკლუბებისა და საცურაო აუზების გახსნის თარიღმა გადაიწია.

“საკოორდინაციო საბჭოსთან ჩვენი დარგის წარმომადგენლების შეხვედრა იყო 23 ივნისს. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე. იყო რეგულაციები, რომლებსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით და ვფიქრობდით, არასწორი იყო. მოვითხოვეთ მათი ჩასწორება. დაგვპირდნენ, რომ ეპიდემიოლოგებთან გაივლიდნენ ამ საკითხს და უკვე ჩასწორებულ და დასრულებულ ვარიანტს გამოგვიგზავნიდნენ, ანუ დახლოებით 25-მდე ეს ამბავი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ უკვე 30 რიცხვია და არ შეგვხმიანებიან.

არ ვიცი სხვა აუზებზე როგორაა, მაგრამ ჩვენი აუზების შემთხვევაში წყალი იფილტრება 24 საათის განმავლობაში და ქიმიურად და ბაქტერიოლოგიურად ზუსტად ისეთი შემადგენლობის არის, როგორიც ონკანის წყალი. ამას ადასტურებს ჯანდაცვის სამინისტროს ლაბორატორიული დასკვნებიც, რომლებსაც ჩვენ კორონამდეც ვაკეთებდით. ანუ ასეთი შემადგენლობის წყალზე კიდევ ითხოვნენ, რომ აუზის წყლის 10% 24 საათში ერთხელ გამოცვლილიყო და ჩვენ ვამბობდით, რომ ამის არანაირი აუცილებლობა არ არის, რადგან ჩვენი აუზის წყალი ისედაც იფილტრება 24 საათის განმავლობაში”,- განაცხადა მიხეილ გოგოლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები