მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვამაყობთ, რომ თბილისი უსაფრთხო ქალაქია, რაც ბიზნესის კეთებისთვის მნიშვნელოვანია" - ვახტანგ ლომჯარია

6475e74ca4270
ინგა მურუსიძე
30.05.23 16:17
618
ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, ვახტანგ ლომჯარია აცხადებს, რომ ძირითადი ნიშა, რაც თბილისს აქვს და ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქალაქის უსაფრთხოებაა.

ასე უპასუხა მან BMG-ის მიერ დასმულ კითხვას, თბილისის შემთხვევაში, რა არის ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც შეიძლება მიმზიდველი იყოს ინვესტორებისთვის.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქი ევროპასა და მსოფლიოში და ბიზნესის კეთებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები გავლენას ახდენს ინვესტიციების შემოდინებაზე, მაგრამ ბოლო პერიოდში პრობლემა იყო როგორც პანდემიის პერიოდში, ასევე ომის დროს, ინვესტიციების მიმართულებით ნაკადები, მაგრამ ჩვენ შევძელით, რომ გვქონოდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ეს დაკავშირებული იყო მშვიდობასთან, რომელიც ქვეყანასა და ქალაქში შენარჩუნდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება სექტორებს, ეს არის სასტუმრო-სარესტორნე ბიზნესი, ტურიზმთან დაკავშირებული სექტორები, უძრავი სექტორი, ეს არის ჯანდაცვის სექტორი - ყველგან, სადაც ინვესტორს შეუძლია მაღალი ხარისხის პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებელს, ყველგან შეიძლება საკუთარი ნიშა იპოვოს ინვესტორმა. კონკრეტულ სექტორებს ნაკლებად გამოვყოფდი, თუმცა მაღალი ხარისხის პროდუქციაზე ყველგან არის მოთხოვნა, რომელიც ზოგ შემთხვევაში კმაყოფილდება, ზოგ შემთხვევაში - ნაკლებად“, - განაცხადა ლომჯარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები