მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაქცინაციის მარათონი" შიდა ქართლის სოფლებიდან დაიწყება - ამირან გამყრელიძე

61655ea49dfc2
ინგა მურუსიძე
12.10.21 14:16
318
უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით, სოფლებში ვაქცინაციის მარათონები იწყება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტა, სოფლებში ჩავლენ NCDC-ს ლიდერები, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რომ ვაქცინაციისთვის მოქალაქეების მეტი მობილიზაცია მოახდინონ.

„აუცილებლად დაიწყება ვაქცინაციის კვირეული, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ოჯახის ექიმებთან ყველა იმ სოფელში, რომლებიც უკვე შერჩეულია. ოჯახის ექიმები მზად არიან მუშაობისთვის, ასევე ვეხმარებით ბრიგადებით ადგილზე, ჩვენც ჩავალთ ადგილზე, რომ მოხდეს მობილიზება და მეტად აქტიურად შევუდგეთ ვაქცინაციის კამპანიას სოფელში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ვაქცინაციის მარათონი ხვალიდან, შიდა ქართლის დიდ სოფლებში დაიწყება.

„შიდა და ქვემო ქართლში 13-მდე სოფელია შერჩეული, იქ ჩვენი წარმომადგენლები იმუშავებენ და გვინდა, 15-16 ოქტომბრიდან დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან აქვე დააანონსა წამახალისებელი ღონისძიებები, რომლის დაგეგმვასაც მთავრობა აპირებს, რათა ვაქცინაცია წაახალისოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები