მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაშენებთ კოტეჯებსა და მცირე სამზარეულოს" - "სკიჯის" გეგმები

6250428b3e925
მარიამ იზორია
09.04.22 23:00
1411
ჩირის მწარმოებელი კომპანია „სკიჯი“ აგრო ტურიზმის მიმართულებას ავითარებს. კომპანია გურიაში მდებარე საოჯახო სასტურმოს აფართოებს და ადგილზე სამი კოტეჯის აშენებას გეგმავს.

როგორც bm.ge-სთან „სკიჯის“ დირექტორი დარეჯან ბერძენიშვილი აცხადებს, ამ დროისთვის სამზარეულოს მშენებლობაც მიმდინარეობს, სადაც დამსვენებლებს ტრადიციულ გურულ კერძებს შესთავაზებენ, ძირითადი აქცენტი კი ჩირეულზე გაკეთდება.

მისივე თქმით, ეზოში ტერასების მოწყობის პროცესი და ხეხილის ბაღის გაშენებაც უახლოეს პერიოდში დასრულდება. სოჯახო სასტუმრო-კომპლექსი "სკიჯი" სტუმრებს ჩირის მომზადების პროცესშიც ჩართავს, კერძოდ დამსვენებელი ხილის მოკრეფის, გამოშრობისა და დაგემოვნების პროცესშიც მიიღებს მონაწილეობას.

„ახლა მცირე საოჯახო სასტუმრო გვაქვს და გვსურს გავფართოვდეთ. ვაშენებთ კოტეჯებს და მცირე სამზარეულოს, რომელიც ყველანაირი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი იქნება. აქ დამსვენებელს ძველ, ტრადიციულ გურულ კერძებს შევთავზებთ. ასორტიმენტში ძირითადი აქცენტი ჩირეულზე გაკეთდება. ვრგავთ ახალ ხეხილსაც და ეზოში ტერასების მოწყობასაც მალე დავასრულებთ.

გვინდა ჩირეულის მიმართულება შესაბამისად განვავითაროთ. დავნერგავთ ხაზს - ხიდან ჩირის შეფუთვამდე და დამსვენებელს შესაძლებლობას მივცემთ ხილის გაშრობაში, დაგემოვნებასა და შეფუთვაში მონაწილეობა მიიღოს“ - ამბობს „სკიჯის“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები