მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვცდილობ, ვიყო მხნედ" - თენგიზ ცერცვაძე თანამოქალაქეებს მიმართავს

5fb4d0d3a32e3
ინგა მურუსიძე
18.11.20 11:45
1248
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და ყურადღებისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, თავადაც და მისი მეუღლეც მკურნალობას სახლში აგრძელებენ.

„რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას - მკურნალობას ვაგრძელებ სახლში. ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი, სისუსტე. მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ სახლის პირობებში ვიმკურნალო და ასე ვადევნო თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეპიდვითარებას.

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს - ანა თოფურიაც სახლშია და ჩემს გვერდითაა. როგორც ცნობილია, ისიც კოვიდ ინფიცირებულია, თუმცა ნაკლები სიმპტომებით-37.1 გრადუსი ტემპერატურითა და ყელის ტკივილით.

იმედია, მალე ყველაფერი გაივლის და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები“, - წერს თენგიზ ცერცვაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის გვერდის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.

თენგიც ცერცვაძე და მისი მეუღლე უკვე ორი დღეა კოვიდ-ინფიცირებულები არიან და ბინაზე მკურნალობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები