"ვეფხვი და მოყმის ძეგლის მიმდებარედ ესტაკადა, ჯერჯერობით, აღარ აშენდება", - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ bm.ge-ის მიერ კითხვას იმის შესახებ, თუ რომელი ინფრასტრუქტურული პროექტი შეჩერდება, თუნდაც დროებით.
„ერთი პროექტი, რაც შეჩერდება და რაზეც შემიძლია გადაწყვეტით გითხრათ, ეს არის ვეფხვი და მოყმის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ესტაკადა უნდა გაკეთებულიყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროექტი არ განხორციელდება, ეს უბრალოდ დროში გადაიწევს. სხვა პროექტებთან მიმართებაშიც ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ: „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა ჯერ კიდევ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. მოგვიანებით, 2019 წელს, უკვე თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ეს კვანძი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. მოგვიანებით, ესტაკადის მშებევლობა კალაძემ 2019 წელს დააანონსა.




























