მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ველით, რომ 2023 წელი ბიზნესისთვის კიდევ უფრო ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება"

63b058fbbf744
BM.GE
31.12.22 19:35
526
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს. იმედოვნებენ, რომ 2023 წელი ბიზნესისთვის კიდევ უფრო ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება.

"2022 ბიზნესისა და ეკონომიკისთვის განსაკუთრებული წელი აღმოჩნდა. მიუხედავად რიგი გლობალური და რეგიონალური გამოწვევისა, ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა შეძლო, რამაც შედეგად გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური გარემო მოიტანა. ეს უკანასკნელი კი დადებითად აისახა ქვეყანაში ბიზნესის ზრდასა და განვითარებაზე. ძლიერი ბიზნესი და შესაბამისად ძლიერი ეკონომიკა კი საბოლოო ჯამში აუცილებლად გახდება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის საფუძველი.

განვლილი წელი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვისაც, რომელიც, როგორც ბიზნესის ინტერესების დამცველი წამყვანი ინსტიტუცია, მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაძლიერდა. სხვა რიგ წარმატებებთან ერთად, ასოციაციის წევრთა რიგებს შემოურთდნენ ახალი, სხვადასხვა დარგებში მოღვაწე ძლიერი კომპანიები და ამ ნიშნითაც ასოციაციის წევრების წლიური ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალ დონეზე დაფიქსირდა 2010 წლის შემდგომ.

ველით, რომ 2023 წელი ბიზნესისთვის კიდევ უფრო ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება!

სრულიად საქართველოს გულითადად ვულოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას, წარმატებებსა და კეთილდღეობას",- ავრცელებს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები