მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერ მოვასწარი მოსახლეობის დარწმუნება, რომ სებ-ი ქვეყნის ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის" - კობა გვენეტაძე

63ada5681b7b1
BM.GE
29.12.22 19:00
695
2023 წლის მარტში კობა გვენეტაძეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ვადა ეწურება. სებ-ის პრეზიდენტმა გადაცემა “ანალიტიკაში” თავისი საქმიანობის 7-წლიანი მანდატის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. „ვერ მოვასწარი მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ ეროვნული ბანკი ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის", - ასე უპასუხა კობა გვენეტაძემ წამყვანის კითხვას, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის რანგში ვერმოსწრებულ საქმეებს შეეხებოდა.

“ვერ მოვასწარი ხალხის დარწმუნება, რომ ფულის მასას არ აქვს მნიშვნელობა ლარის კურსისათვის ან კიდევ ინფლაციისათვის, რომ ეროვნული ბანკი ქვეყნის ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის. ვფიქრობ ამაში დარწმუნება ვერ მოვახერხე. თუმცა არის ძალიან ბევრი რამ, რაც გაკეთდა,”- აცხადებს გვენეტაძე.

ამასთანავე, კობა გვენეტაძე მისთვის გულდასაწყვეტად მიიჩნევს ფაქტს, რომ სებ-ის პრეზიდენტობის მანდატის პერიოდში საქართველომ საინვესტიციო კატეგორიის რეიტინგი ვერ მიიღო.

“2011 წლის შემდეგ 2017 წელს პირველად გაიუმჯობესა საკრედიტო რეიტინგი, მუდისი იყო პირველი, რასაც მოჰყვა S&P და Fitch-ი და შემდეგ გაგრძელდა ეს. ამჟამად ორი ბიჯი გვაკლია, საინვესტიციო რეიტინგამდე. 95%-იანი დარწმუნებულობით ვამბობ, რომ თუ არ იქნებოდა პანდემია და რუსული აგრესია, დღეს ნამდვილად ვიქნებოდით საინვესტიციო რეიტინგით. ყველა ის მიმართულება, იქნებოდა ეს ფისკალური დეფიციტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ეს იყო ვალის დონე, დედოლარიზაციის შედეგები, ფინანსური სისტემის მაჩვენებლები, აბსოლუტურად ყველაფერი თანმიმდევრულად მიდიოდა ისე რომ ჩვენ აუცილებლად იქ უნდა ვყოფილიყავით. სამწუხაროდ შეიძლება ითქვას, რომ ორი წელი დაიკარგა. ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი პრეზიდენტობის პირობებში საქართველომ ვერ მიაღწია საინვესტიციო რეიტინგის დონეს,”- გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები