მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვეთანხმები პრემიერის გადაწყვეტილებას და განცხადებას" - ზურაბ აზარაშვილი

621cac1f83e97
ინგა მურუსიძე
28.02.22 15:18
570
"მე ვეთანხმები პრემიერის გადაწყვეტილებას და განცხადებას", - ასე უპასუხა ჯანდაცის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, ეთანხმება თუ არა ის პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას, რომლის თანახმად რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციები არ მუშაობს.

„მე ვეთანხმები პრემიერის გადაწყვეტილებას და პრემიერის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ყველა განცხადება და გადაწყვეტილება გამომდინარეობს ქართველი ხალხის ინტერესებიდან.

აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს პრემიერი და მთავრობა, მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ“, - განაცხადა აზარაშვილმა.

პრემიერის თქმით, უკრაინაში ომს დღეს ვერავინ შეაჩერებს და სანქციები არ მუშაობს.

დღეს, 28 თებერვალს, გამართულ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სანქციები ეფექტიანი არ არის და უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო დიდი გამოწვევის წინაშეა.

“ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს? - ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი, ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები