მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ვერ გაუძლებს ახალ ომს

641d6c6c51f18
BM.GE
24.03.23 13:24
640
ჩვენთვის, საქართველოსთვის, ახალი ომის დაწყება ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას. აბსოლუტურად იდენტურია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ომს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე მთავარი გამოწვევა არის ქვეყნის შიგნით სტაბილურობის შენარჩუნება, მშვიდობის შენარჩუნება.

„ასევე შეგახსენებთ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის ე.წ. წამახალისებელ განცხადებებს. მაშინ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმოდნენ პოლიციას, ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს და ა.შ. ჩვენ გვესმოდა მოწოდებები პირდაპირ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, რომ ახლა არის დრო, მათი თქმით, ამ რეჟიმის დამხობის, შეცვლის და ა.შ. ეს გეგმა, რა თქმა უნდა, ჩავარდა და ისევ წააგეს ჩვენი ქვეყნის მტრებმა.

საბოლოო ჯამში, მინდა გითხრათ, რომ მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს, რა თქმა უნდა, არის ქვეყნის შიგნით სტაბილურობის შენარჩუნება, მშვიდობის შენარჩუნება და რომ არ დავუშვათ რაიმე კონფრონტაცია და ომის გადმოტანა. ეს არის ჩვენი და ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის მთავარი ამოცანა, მთავარი საზრუნავი. ამას, მადლობა ღმერთს, წარმატებით ვახერხებთ.

მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, დღეს ჩვენი ქვეყანა არ არის არც ნატოს წევრი, არც ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებიან საკუთარი უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების დაცვას და როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს, თუ რატომ ერიდებიან ისინი ესკალაციას პირდაპირ რუსეთთან, მათი პასუხი არის ძალიან მარტივი, რომ რუსეთთან მათი პირდაპირი ესკალაცია და კონფრონტაცია გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას. ჩვენთვის, საქართველოსთვის, ახალი ომის დაწყება ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას. აბსოლუტურად იდენტურია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ომს. ჩვენი მთავარი ამოცანა, მათ შორის, თქვენიც, ოპოზიციის წარმომადგენლებო, უნდა იყოს ერთიანობის შენარჩუნება და ამ დიდი გამოწვევის წინაშე ერთობლივად გამკლავება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები