მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვგეგმავ საწარმოო ხაზის გაზრდას... "პლანტაცია" ექსპორტზეც გავა"

628ddd862951a
მარიამ იზორია
29.05.22 20:04
922
ოზურგეთში ჩაის მწაროებელი კომპანია „პლანტაცია“ ტურიზმის მიმართულებით განვითარებასა და საწარმოო ხაზის გაზრდას გეგმავს.

bm.ge-სთან „პლანტაციას“ დამფუძნებელი ლანა ჟღენტი ამბობს, რომ ამ დროისთვის გურულ ოდა სახლში სადეგუსტაციო სივრცე აქვთ მოწყობილი, თუმცა უახლოეს მომავალში ტურისტებს განთავსებასაც შესთავაზებენ. მისივე თქმით, 50 კვადრატულ მეტრზე განთავსებული მიკრო საწარმო მოცულობის მხრივ მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს, ამიტომ საწარმო სიმძლავრის გაზრდა და მეტი ადამიანის დასაქმება იგეგმება.

აღსანიშნავია ისიც, რომ „პლანტაციას“ მოცვის, შავი და მწვანე ჩაი მალე ქსელურ მარკეტებში საკუთარი ბრენდით გამოჩნდება. ამასთან იგეგმება საფრანგეთში ექსპორტის დაწყებაც.

„ამ ეტაპზე შავ, მწვანე და მოცვის ჩაის ვაწარმოებ. წლიური წარმადობა 3 ტონამდე პროდუქტია. ჯერჯერობით ჩემი ჩაი სხვადასხვა კომპანიის მიერ თავიანთი ბრენდის ქვეშ იყიდება, მიმდინარე წელს კი უკვე ქსელურ მარკეტებში ჩემი ბრენდის ქვეშ გამოჩნდება. საექსპორტოდ მოლაპარაკებები საფრანგეთში მაქვს. ნიმუშები გავაგზავნე და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

გარდა წარმოებისა, ადგილზე ჩაის სადეგუსტაციო სივრცეც მაქვს. გურულ ოდა სახლში ტურისტებს ვიღებ და დეგუსტაციებს ვაწყობთ. მიმდინარე წელს ტურიზმის მიმართულებით განვითარებას ვგეგმავ, მინდა სტუმრებს ადგილზე განთავსების მომსახურებაც შევთავაზო. საწარმოო ხაზის გაზრდასაც განვიხილავ, ნედლეულის მოცულობა ამის საშუალებას იძლევა. მინდა წარმადობა და დასაქმებულების რაოდენობაც გავზარდო, არსებული საწარმო კი ამის საშუალებას არ იძლევა“ - ამბობს „პლანტაციის“ დამფუძნებელი.

ცნობისთვის: კომპანიის ჩაის პლანტაციები 5 ჰექტარს მოიცავს. საწარმოს პროექტში 300 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები