მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვმუშაობთ, რათა ყველა ოჯახი დარწმუნებული იყოს, რომ მათი შვილი მაღალი სტანდარტის განათლებას მიიღებს“

61095c3e18e95
BM.GE
03.08.21 19:07
641
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პროცესში ჩართული სამინისტროების წარმომადგენლები და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) წარმომადგენელი საქართველოში ხასან ხალილი მონაწილეობდა.

სამუშაო შეხვედრაზე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესრულების, გარდამავალი დებულებით განსაზღვრული დავალებების აღსრულებისა და უახლოეს მომავალში განსახორციელებელი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ისაუბრეს, აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

„იუნისეფი დიდი ხანია მხარს უჭერს შესაბამის სტრუქტირებს როგორც სხვა მნიშვნელოვან საკითხებში, ასევე სკოლამდელი განათლების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი აღზრდის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა“, - განაცხადა ხასან ხალილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა ყურადღება გაამახვილოა კომიტეტის როლზე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის იმპლემენტაციის პროცესში. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ბავშვის საუკეთესო ინტერესზე მორგებული სკოლამდელ განათლებას ყველა ის სტანდარტი, რომელიც უნდა დაინერგოს 64-ივე მუნიციპალიტეტში.

„ჩვენ წინ გვაქვს ძალიან საინტერესო პროცესი, რომელიც კანონის საფუძველზე ავტორიზაციის საშუალებით სტანდარტების დანერგვას გულისხმობს. ვმუშაობთ, რომ გვქონდეს ზუსტად გაწერილი გზავნილები და ყველა ოჯახი დარწმუნებული იყოს, რომ მათი შვილი მიიღებს მაღალი სტანდარტის მქონე სკოლამდელაღზრდასა და განათლებას“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით მიღებულია ცალკეული ტექნიკური რეკლამენტები და სტანდარტები.

„სამუშაო შეხვედრაზე, ასევე, ვიმსჯელეთ პასუხისმგებელი უწყების განსაზღვრის საკითხზე, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სხვადასხვა სამინისტროებს. ვფიქრობ, ავტორიზაციის პროცესი დაჩქარდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები