მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვუბრუნდები სამსახურს" - ნიკოლ ფაშინიანმა covid-19 დაამარცხა

5ede2260e7c7f
ნათია თაქთაქიშვილი
08.06.20 15:40
1110
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი ოჯახის წევრების განმეორებითი ტესტის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ ფაშინიანმა Facebook-ზე დაწერა.

„ძვირფასო თანამემამულენო, ახლა მივიღეთ ჩვენი ოჯახის წევრების განმეორებითი ტესტის პასუხები. ყველას პასუხი უარყოფითია. უარყოფითი პასუხები იყო გუშინაც. რა თქმა უნდა, ჩვენი ინფიცირების ვადები და პირობები უნდა გადაიხედოს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველანი გამოვჯანმრთელდით და იმუნიტეტი გვაქვს. დიდი მადლობა თანადგომისთვის, სამსახურს ვუბრუნდები“, - წერს ნიკოლ ფაშინიანი.

შეგახსენებთ: სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პირველ ივნისს განაცხადა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდა.

8 ივნისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 13,325 შემთხვევაა გამოვლენილი. (ბოლო 24 საათში +195), გარდაიცვალა 211 ადამიანი (ბოლო24 საათში +11), ხოლო გამოჯანმრთელდა 4,099 ინფიცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები