“საბაჟო პროცედურებისთვის საჭირო დრო შემცირდება” - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ორივე ქვეყანა მუშაობს მოდელზე, რომელიც საქართველოსა და სომხეთს შორის საბაჟო პროცედურებს გაამარტივებს.
“ორი ქვეყნის საბაჟო ორგანოებს შორის აქტიურად განიხილება სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა. ამოქმედების შემთხვევაში, საბაჟო პროცესებისთვის საჭირო დრო შემცირდება”, - ამბობს ფაშინიანი.
სომხეთის პრემიერის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ამ საკითხთან ერთად ეკონომიკური, კულტურული და ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც, მათ შორის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტიც განიხილეს.