წალენჯიხაში 17-19 ივლისს ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება.
როგორც „თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის“ ორგანიზატორმა გვანცა ჯობავამ გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში განაცხადა, ფესტივალი მთლიანად სამეგრელოს რეგიონისთვის გაიმართება.
„ჩვენ წალენჯიხაში ლიტერატურულ ფესტივალს ვგეგმავთ. 17-19 ივლისი გახლავთ თარიღები, როდესაც თბილისიდან ძალიან დატვირთული და საინტერესო ფესტივალით უკვე წალენჯიხაში გადავინაცვლებთ. ფესტივალი სრულიად სამეგრელოსთვის იქნება“ - ამბობს ის.




























