მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდს, ხობს, წალენჯიხისა და ანაკლიას 21-22 მაისს გაზის მიწოდება შეუწყდებათ - მიზეზი

ბუნებრივი გზაი

21 მაისს 08:00-დან 22 მაისის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხისა და ანაკლიის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, მიზეზი ქუთაისი-სოხუმის DN-500მმ მაგისტრალური გაზსადენის 81.6-97.7 კილომეტრებს შორის ახალაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალში შეჭრის სამუშაოებია.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალაბასთუმანი, ახალსოფელი, ბაში, ზედაეწერი, ინგირი, კორცხელი, კოლხიდა, ნაცატუ, ნაწულუკუ, ოდიში, ოირემე, ოფაჩხაფუ, რიყე, რუხი, უჩაშონა, ტყაია, ურთა, აბასთუმანი, შამადელა, შამგონა, ჩხორია, ჩხოუში, ცაიში, ცაცხვი, ძველი აბასთუმანი, ძველი ხიბულა, ჭაქვინჯი, ჭითაწყარი, ჭკადუაში, ხეცერა, ჯუმი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეუწყდებათ ქალაქ ხობსა და ხობის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ხამისკური, პირველი მაისი, ბულიწყუ, გურიფული, დასახლება, დღვაბა, ზემო ქვალონი, ზენი, თორსა, ნოჯიხევი, ლარჩვა, ნაფოშტუ, ნოჩხონი, ოხვამეკარი, საბუკიო, საკვიკვინიო, საკუკავო, საქირიო, სახოჭოლავო, ხეთა, ჭითაუშქური, ჭიხუ, ხამისკური.

შეზღუდვა ასევე შეეხება ქალაქებს - წალენჯიხასა და ჯვარს, ასევე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ლია, ეწერი, ფახულანი, მუჟავა, ჭალე, ზედა საჩინო, ნარაზენი, სამესხია, ნაკიფუ, ნანჯარუ, ულურია, ლეჟა, ლარა, ლეჯოლოხე, ლეღვინჯილე, ზღვაიას დასახლება, კუხეში, ნაგურუ, ლეშამაგე, ლეხარჩილე, საჩინო, ლეკაკული, ჯგალი, ლესალე, ლეთკანთი.

აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ანაკლიის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებსაც: ანაკლია, ახალკახათი, განმუხური, დავითიანი, დარჩელი, დიდინეძი, კახათი, დიდინეძის კახათი, კოკი, ორსანტია, ოქტომბერი, ხურჩა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები