მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წარმოუდგენელია, რაც აქ მოხდა” - ევროკომისიის პრეზიდენტი ბუჩაში ჩავიდა

625052de37898
BM.GE
08.04.22 19:21
1306
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩრდილოეთ უკრაინაში, კიევთან ახლოს, ქალაქ ბუჩას ეწვია. ბუჩა იყო ქალაქი, სადაც რუსეთის ჯარის გაყვანის შემდეგ ქუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.

”წარმოუდგენელია, რაც აქ მოხდა. ჩვენ ვნახეთ პუტინის არმიის სასტიკი სახე" - თქვა ფონ დერ ლაიენმა ვიზიტის დროს.

Nexsta-ს ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ბუჩაში იმყოფება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები