წითელ ხიდზე დიდი მოცულობით არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან სატვირთო ავტომობილი შემოვიდა, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა. ავტომობილის მფლობელმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერთან საუბრისას განაცხადა, რომ დასადეკლარირებელ ნივთებს არ ფლობდა, თუმცა ეჭვის საფუძველზე, ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 21.680 მლნ რუსული რუბლი იქნა აღმოჩენილი, რაც ეროვნულ ვალუტაში ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად 915 633 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით არადეკლარირებული თანხის ჩამორთმევა განესაზღვრა.