მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხარება“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში სასტუმროს ხსნის

6316f6086f83e
დიმა კვარაცხელია
07.09.22 10:15
2486
კომპანია "ხარება“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში სასტუმროს ხსნის.

როგორც სასტუმროს დირექტორმა ლევან ბაღათურიამ bm.ge-ს განუცხადა, ინვესტიციის მოცულობა, დაახლოებით, 1 მილიონი ლარია. სასტუმროს გახსნა მომავალ თვეში იგეგმება.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო 10-ნომრიანია. აქედან 3 მცირე ზომის ნომერი, 7 კი - სტანდარტული.

"შენობაში, რომელიც კომპანიამ შეიძინა, ადრე იყო მუსიკალური სკოლა და მისი სრული რეაბილიტაცია მოხდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია და ახლა დარჩენილია სასტუმროს აღჭურვა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით“, - ამბობს სასტუმროს დირექტორი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულია 6-ზე მეტი ადგილობრივი; პროექტის დასრულების შემდეგ დასაქმებულთა რიცხვი გაიზრდება.

„ჩვენ გვაქვს სანადირო მეურნეობა. ხშირად დედაქალაქიდან ჩამოდიან სტუმრები და შესაბამისად, მათ ექნებათ შესაძლებლობა, დარჩნენ ჯვარში მდებარე სასტუმროში. ასევე ვეგმავთ აგროტურიზმის განვითარებას. პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია", - აცხადებს ბაღათურია.

ცნობისთვის, ბიზნესრეესტრის თანახმად, შპს "მეღვინეობა ხარება" 2012 წელსაა რეგისტრირებული. გენერალური დირექტორი და 0.5%-ის მფლობელია ალექსანდრე ხარებავა. 52.2%-ის მფლობელია შპს „მეღვინეობა ხარება“, 42%-ს ფლობს „საქართველოს მარანი“, 5%-ის მესაკუთრეა შპს „ვაჩნაძიანი“. კომპანიის 0.03%-ს კი ვახტანგ ლიპარტიანი ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები