მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელისუფლება დაფიქრდა იმ ფასზე, რომლის გადახდაც მას სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში მოუწევს" - თინა ხიდაშელი

649c47afba5c5
გიგა ბენია
28.06.23 22:30
729
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ევროპაში ბოლო ვიზიტების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება დაფიქრდა იმ ფასზე, რომლის გადახდაც მას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში მოუწევს.

„ევროპაში ბოლო ვიზიტების შემდეგ არის იმის პატარა ნიშნები, რომ ხელისუფლებას, როგორც ჩანს, განცდა გაუჩნდა, რომ თუ ახლა რაღაცას მაინც არ გააკეთებს, თუნდაც მცირედით თავიდან ბოლომდე მისი პასუხისმგებლობა იქნება, რატომღაც მანამდე ეგონათ, რომ ამ პასუხისმგებლობას გაექცეოდნენ, იმ რიტორიკით, რომელიც აქვთ - ოპოზიციის ბრალია და ოპოზიცია ხატავს ყველაფერს მუქ ფერებში და ა.შ. ახლა, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ამ რიტორიკის შედეგი ვერ იქნება ისეთი, როგორიც მათ უნდოდათ.

ვნახეთ, რამდენიმე მოქმედება, რომელმაც მცირე ნაბიჯებით პროცესი უფრო ოპტიმისტური გახადა. უმთავრესი პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო, რასთანაც, ბუნებრივია, არანაირი საერთო აღმასრულებელ ხელისუფლებას არ აქვს, მაგრამ საბოლოოდ, ქვეყანაში მიღებული პოზიტიური ნაბიჯია. ამის გარდა, ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების განცხადება, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას, როგორი ფორმითაც აპირებდნენ მიღებას აღარ მიიღებენ, რაც წლის ბოლომდე გადადეს. მოუთმენლად ველოდები, რას იზამს საარჩევნო კანონმდებლობაზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით.

ამასთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ, გარკვეული პოზიციები შეცვალა. "ვფიქრობ, განსაკუთრებით, გერმანიის კანცლერთან ვიზიტის შემდეგ იგრძნობა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუჩნდა ჭმუნვები ამ პროცესთან მიმართებაში, იქნებ ამან რამე შედეგი გამოიღოს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები