მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყაზბეგი რუმსი" ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას - „აჭარა ჯგუფი“

5f33f133cf12b
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.20 10:35
4686
"რუმს ყაზბეგი" ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას - ამის შესახებ BM.GE-ის „აჭარა ჯგუფში“ განუცხადეს.

„ვაგრძელებთ უსაფრთხოების გამკაცრებული მოთხოვნების დაცვას და ამ კვირის სასტუმროს დატვირთულობაც საკმაოდ მაღალი - დაახლოებით 55%-ია“, – ამბობენ კომპანიაში.

კითხვაზე ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე კორონავირუსით ინფიცირების დადასტურების შემდეგ ხომ არ შეინიშნება მომხმარებელთა მხრიდან ჯავშნების დროზე ადრე გაუქმება, ან დაგეგმილზე ადრე სასტუმროდან გასვლა, "აჭარა ჯგუფში" აცხადებენ, რომ გუშინ მხოლოდ რამდენიმე ჯავშანი გაუქმდა, დღეს კი ჯავშნების შემოსვლა კვლავ განახლდა.

„მას შემდეგ, რაც პრემიერმა განმარტა, რომ ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, იქიდან გამომდინარე, რომ „რუმს ყაზბეგი“ საკმაოდ დაშორებულია ლარსის პუნქტისგან და სასტუმროში დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა, ჩვენ ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას. თუ მსგავსი საჭიროება დადგება, სასტუმრო დაუყოვნებლივ დაამყარებს კომუნიკაციას, როგორც სტუმრებთან, ისე თანამშრომლებთან და გააკეთებს ყველაფერს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განუმარტეს bm.ge-ის „აჭარა ჯგუფში".

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მებაჟეებს დაუდასტურდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები