მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყოველ სეზონზე დამხმარის ძებნა მიწევს" - რაჭაში მდებარე ბარი "მდინარეზე" გამოწვევებზე საუბრობს

64b64190bf094
თინათინ ნატმელაძე
18.07.23 16:47
858

"მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენც ამის პარალელურად აქტივობას ვზრდით", - ამის შესახებ რაჭაში, ამბროლაურის რაიონში არსებული ბარის "მდინარეზე" დამფუძნებელმა ირიშკა კობახიძემ BMG-ის განუცხადა.

მისივე თქმით, წლევანდელი ზაფხულის სეზონზე ბარი არაერთი ტექნოივენთის ორგანიზებას გეგმავს. პირველი ღონისძიება მიმდინარე თვის ბოლოს იგეგმება, - "წინა წლების გამოცდილებით ვიცით, რომ მსგავსი ღონისძიებები მომხმარებლებისთვის საინტერესოა", - აღნიშნა მან.

ირიშკა კობახიძე აღნიშნავს, რომ წელს რაჭაში დამსვენებლების საკმაოდ დიდი რაოდენობა შეიმჩნევა და მიუხედავად იმისა, რომ რაჭის ტურისტული პოტენციალი ჯერ კიდევ არაა ათვისებული, მოთხოვნის ზრდასთან ერთად ტურისტული ობიექტების რაოდენობაც იზრდება.

თუმცა, ბარის დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ რაჭაში ბიზნესის ამოქმედებას თან ბევრი გამოწვევაც ახლავს, პირველ რიგში, კი ეს კადრების დეფიციტის ნაწილში შეიმჩნევა.

"ყოველ სეზონზე დამხმარის ძებნა მიწევს, რაც საკმაოდ რთულია. მუშა-ხელის პრობლემაცაა და თუ ბარში რამე დაზიანდა, შეკეთებას საკმაოდ დიდ დროს ვანდომებთ, რაც, ცხადია, გამართული სერვისის შექმნაში ხელს გვიშლის", - ამბობს ირიშკა კობახიძე.

ცნობისთვის, მდინარე რიცეულას ნაპირზე განთავსებულმა ბარმა ოპერირება 2019 წლის ზაფხულში დაიწყო. იგი როგორც გასართობ, ისე საკვებ სივრცესაც აერთიანებს და სეზონურად - ივლისსა და აგვისტოში, ადგილობრივსა და ტურისტებს მასპინძლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები