მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა ბენეფიციარი მიიღებს თანადაფინანსებას, თუ სწორ დოკუმენტაციას მოიტანს" - "დანერგე მომავალის" ახალი პროგრამა იწყება

634ed703c38f7
ალა ისპირიანი
18.10.22 21:15
1141
სოფლის განვითარების სააგენტო, პროექტ "დანერგე მომავალი"-ის ფარგლებში ახალ პროგრამას იწყებს. როგორც ცნობილია, ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება 2022 წლის 31 ოქტომბრიდან 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით განხორციელდება.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი გადაცემა „ საქმის კურსში“ იმ დეტალებს განმარტავს, რომელიც დაინტერესებულმა პირმა დაფინანსების მიღების სურვილის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს.

„პროგრამა 2015 წლიდან არის დაწყებული და უკვე 17 000 ჰექტარზე მეტი მრავალწლიანი ბაღია გაშენებული თუმცა ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება წინასწარ ანონსდება. ნერგების დარგვის აგროვადები კი შემდეგია: დასავლეთ საქართველოში 1 ნოემბრიდან იწყება და აღმოსავლეთ საქართველოში 10 ნომრიდან და 30 აპრილამდე შეუძლიათ ნერგები დარგონ.

31 ოქტომბერს განაცხადების მიღებას ვიწყებთ და ბენეფიციარს თანადაფინანსების მიღება შეუძლია თუ მას საკუთრებაში ან სარგებლობაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი აქვს. ერთი ბენეფიციარი ნახევარი ჰექტრიდან 50 ჰექტრამდე თანადაფინანსებას მიიღებს და ერთი ბენეფიციარის ჭრილში დაფინანსების მაქსიმალური თანხა 250 000 ლარია“, - ამბობს ხარატიშვილი.

მისი თქმით, ნერგების დაფინანსება 70%-ია, ხოლო სარწყავი სისტემის 50%. ერთ ჰექტარზე ერთი ბენეფიციარი, კი ყველა კულტურაზე, მაქსიმუმ 10 000 ლარს, ხოლო ლურჯი მოცვის შემთხვევაში მაქსიმუმ 15 000 ლარს თანადაფინანსებას მიიღებს. 

მისივე განმარტებით, ბენეფიციარს დაფინანსების მისაღებად, რაიმე კონკურსის გავლა არ მოუწევს, რადგან მთავარი სააგანტოში სწორი დოკუმენტების მიტანაა.

"თავდაპირველად ბენეფიციარმა ბიზნესგადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელი კულტურა სურს აირჩიოს. ამ კულტურების მიხედვით უნდა გაკეთდეს მიწის ანალიზი წინასწარ შერჩეულ ლაბორატორიებში. მიწის ანალიზის პასუხის შესაბამისად ის მიბრძანდება სამეცნიერო კვლევით ცენტრში და იქ ურჩევენ შეუძლია თუ არა მას ამ კონკრეტულ რეგიონში და მიწის ნაკვეთზე კონკრეტული კულტურის დარგვა. შემდეგ სანერგე და სარწყავი სისტემის მომწოდებელ კომპანიებს მიმართავს და ამ ყველა დოკუმენტს მოაგროვებს. კიდევ არის დამატებითი დოკუმენტები რის გასაცნობადაც ჩვენს ვებგვერდს შეუძლია მიმართოს და ასევე ცხელ ხაზსაც დარეკოს.  ყველა ის ბენეფიციარი ვინც პირობებს დააკმაყოფილებს და 28 თებერვლამდე სააგენტოში სწორ დოკუმენტებს შემოიტანს ყველას ხელშეკრულება გაუფორმდება,“ - ამბობს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები