მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა თვითდასაქმებული, რომელმაც მთავრობას მიმართა, ერთჯერადად 300 ლარს მიიღებს"

5f2bac80c7b64
ინგა მურუსიძე
06.08.20 11:07
3198
ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, ერთჯერადი 300 ლარი სექტემბრამდე დაერიცხება, - გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას გააჟღერა. გახარიას თქმით, კომპენსაციას მიიღებს ყველა, მიუხედავად იმისა, დოკუმენტები სრულად აქვს შევსებული თუ არა.

„თვითდასაქმებულების კომპენსაციის მისაღებად საქართველოს მთვრობას მომართა 250 ათასმა საქართველოს მოქალაქემ. ეს დახმარება მიიღო 170 ათასმა მოქალაქემ, ანუ ყველამ, ვისაც დოკუმენტაცია სულად ჰქონდა მოძიებული, თუმცა ვიდრე პროგრამას დავხურავთ, ყველა დარჩენილ 80 ათას მოქალაქეს, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შევსების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი, ერთჯერადად“, - განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები