მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზარაფხანა“ ორ ქვეყანაში შოურუმების გახსნას გეგმავს

61dc379c7dd4a
ვიქტორია მღებრიშვილი
12.01.22 09:00
2229
„ზარაფხანა“ 2022 წლის ბოლოსთვის ორ ქვეყანაში შოურუმების გახსნას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ნაყოფიამ 2022 წლის გეგმებსა და მოლოდინებზე საუბრისას უთხრა.

მისი თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და დიდ ბრიტანეთში შოურუმები ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა პანდემიამ კომპანიის გეგმები შეცვალა.

„2022 წელს ამ გეგმის სისრულეში მოყვანა გვინდა და ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის საზღვარგარეთ, პირველი შოურუმის გახსნას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შევძლებთ. ერთ ბაზარზე ჩაშვება, დაახლოებით, 250 000 დოლარის ინვესტიციას საჭიროებს, თუმცა შემდგომში თავის დამკვიდრებისთვის მარკეტინგული კამპანიების წარმოება მნიშვნელოვანია“, - თქვა ნიკოლოზ ნაყოფიამ.

აღსანიშნია, რომ „ზარაფხანა“ მსოფლიოს მასშტაბით საიუველირო ნაწარმს ახლაც ყიდის, თუმცა შოურუმების გახსნით კომპანია ოფიციალურად წარადგენს პროდუქციას.

დღეისთვის „ზარაფხანა“ 11 000-ზე მეტი სახეობის ნაკეთობას აწარმოებს და მიმდინარე წელს უცხოურ ბაზრებზე გააქტიურების გარდა, პოზიციების გამყარებას ქვეყნის შიგნითაც შეეცდება.

„ვფიქრობთ, პანდემიის პირობებში სექტორი რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე მდგომარეობიდან ვერ გამოვა. ამის მიუხედავად 2022 წელს პოზიტიური მოლოდინები გვაქვს და ვგეგმავთ, პოზიციები ადგილობრივი ბაზრის მოცვის გაზრდის ხარჯზე გავიმყაროთ, რითიც 2019 წლის ფინანსურ მაჩვენებლებს მიახლოებას შევძლებთ“, - განმარტა ნიკოლოზ ნაყოფიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები