მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზეკარის წყაროები" მიმდინარე თვეში წარმოებას განაახლებს

620cf5003e3f8
მარიამ იზორია
20.02.22 16:00
1421
კომპანია “ზეკარის წყაროები” შეჩერებულ წარმოებას მიმდინარე თვის ბოლოს განაახლებს. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა, პავლე მსხვილიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, კომპანიამ პანდემიის პერიოდში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, მინერალური წყლის წარმოება შეწყვიტა. ამ დროისთვის კი პარტნიორი მოიძია, რომლის დახმარებითაც “ზეკარის წყაროები”, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე კვლავ გაიყიდება.

“ფინანსური პრობლემების გამო წარმოება შევაჩერეთ. გარდა ადგილობრივი, ბაზრისა მინერალური წყლები, ჩინეთში, უკრაინასა და რუსეთშიც გაგვქონდა, თუმცა პანდემიამ ხელი შეგვიშალა, მთავარი პრობლემები ამ დროს გაჩნდა, რადგან მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის გაყიდვებით კომპანიის ოპერირება რთულია, ექსპორტს მნიშვნელოვანი წილი აქვს.

ამ დროისთვის ახალი, ძლიერი პარტნიორები შემოგვყავს და ვფიქრობ, მიმდინარე თვის ბოლოდან უკვე კომპანიის პროდუქცია კვლავ იქნება ხელმისაწვდომი” - აცხადებს პავლე მსხვილიძე.

ინფორმაციისთვის, “ზეკარის წყაროები” ბაღდათში 2014 წელს $458 000 მოცულობის ინვესტიციით დაფუძნდა. კომპანიის თვიური წარმადობა მლნ ბოთლი იყო, საიდანაც ექსპორტზე თვეში 250 000 ბოთლი გადიოდა. აღსანიშნავია, რომ “ზეკარის წყაროებმა” სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტითაც ისარგებლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები