მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზოდმა“ აშშ-ში ქართული კირქვის სატესტო პარტია გაგზავნა

60059e43f3936
ვიქტორია მღებრიშვილი
18.01.21 19:14
2343
სარემონტო მასალების მწარმოებელმა და რეალიზატორმა კომპანია „ზოდმა" აშშ-ში კირქვის სატესტო პარტია გააგზავნა. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა ზაურ გაბაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, „ზოდმა" საქართველოში ადგილობრივი ქვის დამამუშავებელი საწარმოს ამოქმედების შემდეგ ექსპორტის განვითარების მიზნით საერთაშორისო ბაზარზე პარტნიორების ძიება აქტიურად დაიწყო.

„კირქვას ძალიან დიდი გამოყენება აქვს ჩინეთში, აშშ-სა და ევროპაში. აშშ-მდე ჩვენმა ისრაელში მცხოვრებმა პარტნიორმა გაგვიყვანა. დამკვეთის მოთხოვნით, „ზოდის“ საწარმოში 450 მ2-მდე კირქვა დამუშავდა და ფილებად დაიჭრა, რის შემდეგაც მაიამის მიმართულებით გაიგზავნა. ამერიკაში ჩასვლისთანავე ქართული წარმოების კირქვას გატესტავენ და შემდეგ უკვე დაველოდებით შეკვეთებს. ვიმედოვნებთ, რომ თანამშორმლობა შედგება.

თანამშრომლობის შემთხვევაში საკმაოდ დიდ მოცულობის შეკვეთებს ველით. კირქვა მსოფლიოში, ფაქტობრივად, ყველაზე იაფი ქვაა, ის გამოიყენება გარე და შიდამოსაპირკეთებელ სამუშაოებზე. ეს შეიძლება თვეში 50-100 კონტეინერზე გავიდეს“, - განაცხადა ზაურ გაბაიძემ.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ კირქვის ექსპორტი „ზოდმა", გასულ წელს ჩინეთში განახორციელა, საიდანაც ინტერესი ქართული ქვის მიმართ დღესაც დიდია. „გასულ წელს ჩინეთში 60 კონტეინერამდე კირქვის ექსპორტი მოვახდინეთ. წელსაც გაშვებული გვაქვს სატესტო ნიმუშები და ელოდებიან სრული შეკვეთის გაგზავნას, რაც კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე მოხდება“, - აღნიშნა „ზოდის“ ხელმძღვანელმა.

ზაურ გაბაიძე ამბობს, რომ კირქვის საცდელი ნიმუშები იტალიაშიც გაიგზავნა და ამ მიმართულებით დღეს უკვე კომპანია შემდგომი პარტნიორობის პასუხს ელოდება.  

ცნობისთვის: კომპანია „ზოდმა" ქართული ბუნებრივი ქვების (გრანიტი, ტუფი, დიაბაზი ბაზალტი, კირქვა) საწარმო 2019 წელს აამოქმედა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები