მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია უქმდება" - ცვლილებები

6230c4d220ffe
BM.GE
15.03.22 20:52
1633
პარლამენტმა მეორე მოსმენით 79 ხმით მხარი დაუჭრია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით, ცვლილებებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია უქმდება.

კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების მოწესრიგება ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. 

კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების ინსტიტუციურ დონეზე შეფასება, ასევე, სასკოლო კურიკულუმის ხარისხის შეფასება საგნობრივ დონეზე.

მოქმედი რეგულაციით, სკოლის მიერ პროგრამის დამატება წარმოადგენს ხელახალ ავტორიზაციას. ცვლილების შემდეგ კი სკოლას ექნება შესაძლებლობა დაიმატოს ცალკეული პროგრამა დამოუკიდებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები