ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 107-ე კმ-ზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოვლით გზაზე აღდგა - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დროებითი შემოვლითი გზით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.