მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისი იმსახურებს ტურიზმის ადმინისტრაცია აქ გადმოვიდეს - ლაშა ბერეკაშვილი

644394bc53914
თინათინ ნატმელაძე
22.04.23 14:15
809
ტუროპერატორი ლაშა ბერეკაშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძეს მიმართავს და ამბობს, რომ თუ ქუთაისის ტურისტულ ჰაბად ქცევა იგეგმება, ხომ არ დაფიქრდებოდნენ ტურიზმის ადმინისტრაციის ამ ქალაქში გადატანაზე.

ომიაძე რამდენიმე კვირის წინ ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ მათი მიზანი ქუთაისის ტურისტულ ჰაბად ქცევაა, რის საშუალებასაც საერთაშორისო აეროპორტი და იმერეთის ღირსშესანიშაობები იძლევა. ამის გათვალისწინებით ბერეკაშვილი ამბობს, რომ თუ რაიმეს გაკეთება იგეგმება, ამისთვის საჭირო რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„ქუთაისი ნამდვილად არის ის ქალაქი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს, რომ ტურიზმის დეპარტამენტი აქ იყოს განთავსებული. თავისი მდებარეობით ცენტრალურ ნაწილშია და საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის ამ ქალაქიდან მართვა ახლომდებარე რეგიონების, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, ბათუმის და ა.შ. განვითარებასაც ხელს შეუწყობდა“, - ამბობს ის გადაცემა "წერტილში" საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები