მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საინვესტიციოდ მიმზიდველი ქალაქია - მერი

ქუთაისი ზედხედი

ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის თქმით, ქუთაისი თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საინვესტიციოდ მიმზიდველი ქალაქია.

მისი თქმით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საინვესტიციოდ ქალაქი მიმზიდველი იყოს.

მერის ინფორმაციით, ქუთაისში იწყება საკანალიზაციო პროექტი, რაც საშუალებას მისცემს ყველა უბანს, რომ ქალაქში საბაზისო ინფრასტრუქტურა იყოს დასრულებული.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასთან, ასევე გვაქვს ორი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რაც კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას იძლევა. მნიშვნელოვანია ქუთაისის აეროპორტი და თანამედროვე მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც დასრულების ეტაპზეა. ყოველმხრივ ვცდილობთ, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შევუწყოთ ნებისმიერი ბიზნესის დაწყებას ჩვენს ქალაქში. ვფიქრობ, რომ მშვიდობა და ქვეყნის განვითარება იძლევა იმის კარგ საშუალებას, რომ ქვეყანაში იყოს მეტი ინვესტიცია და მეტი განვითარება“, - თქვა მერმა.

ხახალეიშვილი ამბობს, რომ ქუთაისის გეოგრაფიული მდებარეობა არის კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი ვიზიტორებისთვის, რადგან ქუთაისი სამკუთხედის წვეროა, რომელიც ანაწილებს მიმართულებებს ზღვის, მთის და აღმოსავლეთის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები