მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისის აეროპორტამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს - ადგილობრივი ბიზნესი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ბოლო წლების განმავლობაში იმერეთში, განსაკუთრებით კი ქუთაისში ბევრი აგროტურისტული ობიექტი გაჩნდა, რომლებიც ტურისტებს არამარტო ადგილობრივ კერძებს, არამედ სტუმარ-მასპინძლობის განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობენ. ასეთ ობიექტებს შორის არის „თინას ეთნო მარანი“, რომელიც მიმდინარე სეზონზე ძირითადად ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების დამსვენებელს მასპინძლობს.

ტურისტული ობიექტის დამფუძნებლის შეფასებით, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე ტურისტების სიმრავლე შეინიშნება, თუმცა იმერულ ტურიზმს გამოწვევებიც ახლავს.

როგორც მარნის მფლობელი თინა ტოროშელიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, ქუთაისში ტურისტული მიმოსვლის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი აეროპორტამდე ტრანსპორტის არარსებობაა.

„ჩვენი მიმართულება მიმდინარე სეზონზე უფრო დატვირთულია ვიდრე გასულ წლებში, ქართულ გასტრონომიაზე მოთხოვნა მომატებულია. დამსვენებლებს შორის ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნების სტუმრები ჭარბობენ.

რაც შეეხება გამოწვევებს, ჩვენს რეგიონში პირველ გამოწვევად, რაც შეიძლება ჩაითვალოს, ქუთაისის აეროპორტამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობაა.  ეს საკმაოდ რთულია ტურისტისთვის“ - აღნიშნავს „თინას ეთნო მარნის“ დამფუძნებელი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები