მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისის აეროპორტში წელს ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა დაიწყება - ირაკლი კობახიძე

აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტში წელს ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა დაიწყება - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მთავრობის 1 წლის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილი პროექტები კონკრეტულად იმერეთის რეგიონის განვითარებაზე დადებითად აისახება.

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, დღეს, დაახლოებით, 2 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია ქუთაისის აეროპორტს და ჩვენი მიზანია, 5 მლნ-მდე ავწიოთ ეს მაჩვენებელი. ეს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტიa, რომელიც ხორციელდება, ინვესტიციაც არის უმსხვილესი, 350 მლნ ლარს მოიცავს. დავიწყეთ სრულიად ახალი, 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა. ქუთაისის აეროპორტში ხომალდების სადგომების რაოდენობა 11-დან 17-მდე გაიზრდება. შევძლებთ უფრო დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება თავისი შინაარსით უნიკალურია.

წელს დაიწყება ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე მუშაობა. სრულიად ახალი ტერმინალი დაემატება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი მთლიანად ქვეყნისთვის, მაგრამ ამ პროექტის განხორციელება კონკრეტულად იმერეთის რეგიონის განვითარებაზე ძალიან დადებითად აისახება “, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები