მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტი ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით მეორე ადგილზეა

5e469a0f1e1ec
BM.GE
14.02.20 17:00
2008
დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მონაცემებით, 2019 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წინა წელთან შედარებით, 41.6 % მეტ მგზავრს მოემსახურა. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომელთა მგზავრთნაკადი ხუთ მილიონზე ნაკლებია. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ შარშან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ამ კატეგორიაში ევროპის აეროპორტებს შორის ლიდერობდა (+52.5). წელს კი პირველ ადგილზე რეიტინგში ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ ოჰრიდის აეროპორტი მოხვდა. (+72.1%).

იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 25 მილიონზე მეტია, ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვენაშია (+17.1%); მეორე კატეგორიაში (10-დან 25 მილიონ მგზავრამდე) კიევის ბორისპოლის აეროპორტი ლიდერობს (+21.1%); მესამე კატეგორიაში (5-დან 10 მილიონ მგზავრამდე) – კრაკოვის აეროპორტი (+24.2%).
დეკემბრის თვის მონაცემებით, ქუთაისი მცირე ზომის აეროპორტებს შორის ზრდით მეხუთე ადგილზე იყო (+44.6%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები