მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტის Duty Free-ს პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიონი ევროა - თამარ არჩუაძე

63ac824a5e237
BM.GE
28.12.22 22:00
672
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში თავისუფალი ვაჭრობის სივრცე მოეწყო, რომლის საინვესტიციო ღირებულება მილიონი ევროა. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პირველია, სადაც ასეთი ტიპის კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე მოეწყო.

,,მოხარულები ვართ, რომ ATU Duty Free-თან ჩვენი თანამშრომლობა შედგა და დღეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გავხსენით სრულიად განსხვავებული კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, ე.წ. Walk-throughDuty Free, რომელიც თანამედროვე და საუკეთესო პრაქტიკაა მსგავსი ტიპის ბიზნესში. საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პირველია, სადაც ასეთი ტიპის კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე მოეწყო.

კომპანია ATU DUTY FREE-ს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ევროპის მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების მოწყობისა და ოპერირების მიმართულებით. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორია და აეროპორტში ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელი. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ მილიონი ევრო შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი არამხოლოდ ჩვენი აეროპორტისთვის, არამედ იმერეთის რეგიონისთვისაც",- განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ქუთაისის აეროპორტის თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში-მ ATU DUTY FREE 30 ადამიანი დაასაქმა, რომელთა რაოდენობაც ზაფხულისთვის 50-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები