შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით 1964 წელს დაბადებული ნ.დ. დააკავეს.
უწყების ცნობით, ოპერაცია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს.
შსს-ს განცხადებით, ბრალდებულის ხელბარგის დათვალიერებისას პოლიციამ ნივთმტკიცებად 420 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 260-ე მუხლი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა; 262-ე მუხლი — ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა.
დანაშაული სასჯელის სახედ 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























