ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2024-2027 წლებში 237 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, ამის შესახებ 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2024 წელს პროექტზე 47 მილიონი ლარის, დახარჯვა 2025 წელს კი 70 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
დეტალური ინფორმაცია:
"ქუთაისის აეროპორტის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. პროექტი მოიცავს ახალ F კოდის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას," - ნათქვამია 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის კაპიტალური პროექტების დანართში.
ჯერჯერობით პროექტთან და მისი განხორციელების ზუსტ დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა.
2023 წელს დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი 1.67 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2022 წელთან შედარებით 103%-ით მეტი იყო. ამ მაჩვენებლით, ქუთაისის აეროპორტი საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია.