მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზა მგზავრებს იანვრიდან მიიღებს - სამინისტრო

61cc72d38f7a5
მარიამ ვარადაშვილი
29.12.21 19:20
1387
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის სადგურის მშენებლობა დასრულებულია და მგზავრებს იანვრიდან მიიღებს.

აღნიშნული bm.ge-ს "საქართველოს რკინიგზაშიც" დაუდასტურეს.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და სარკინიგზო ტრანსპორტის დაკავშირების პროექტი 2016 წელს, ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს დააანონსდა, თუმცა ამ დრომდე ვერ განხორციელდა.

კერძოდ, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალიდან რამდენიმე ნაბიჯში უნდა გაჩერებულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები