მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმდებარედ აფეთქება მოხდა

63fc91ae6dc8a
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.23 15:22
789
ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმდებარედ არსებული დამხმარე ნაგებობაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობა დაინგრა.

როგორც BM.GE-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს. ამ მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ზედაპირული დამხმარე ნაგებობის მომიჯნავედ არსებულ შენობაში მყოფმა ორი პირი დაშავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები