მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმის ცენტრში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმი
23.04.26 15:48
1030

დღეს, შუადღისას, ბათუმის ცენტრში ძლიერი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ბათუმის ბულვარში, სასტუმრო სასტუმრო „ამბასადორიდან“ აფეთქების შესახებ პირველმა "ბათუმელებმა" დაწერეს. ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ სასტუმროს თავზე დაკვამლიანება იყო.

როგორც BM.GE-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ გაზის ბალონი აფეთქდა. შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები