ქუთაისის მერიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ახლადგახსნილი სკეიტპარკის მოედნის დაზიანებული შემოღობვის აღდგენის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისათვის ქუთაისის მერია 14 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. ელექტრონული ტენდერის პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაზიანებული შემოღობვის მოხსნა და ახალი ღობის გაკეთება ევალება, სახელმწიფო შესყიდვის საწყისი თანხა 13 957 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 15 აპრილს მთავრდება. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სკეიტპარკი გასული წლის სექტემბერში გაიხსნა, სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 197 000 ლარით დაფინანსდა. მოკლე ხანში კი გაირკვა, რომ ახლადგახსნილი პარკის ღობე და ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. რა სამუშაოები ჩატარდა სკეიტპარკში ხარვეზების გამოსასწორებლად და რატომ გახდა შემოღობვისათვის ახალი ტენდერის გამოცხადება საჭირო, "ნიუპრესი" პასუხს ქალაქის მერიიდან ელოდება. სკეიტპარკის მოწყობის სამუშაოები "შპს დაკმა" შეასრულა.
http://newpress.ge/qutaisis-meria-axladgaxsnili-skeitparkis-robis-arsadgenad-14-atasamde-lars-daxarjavs.


































