ქუთაისის მერია სპორტის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. წინადადებების მიღება, დღეს - 31 აგვისტოს დაიწყო და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 684 224 ლარია.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სპორტის სასახლის რეაბილიტაცია, კერძოდ, სპორტული მოედნის განახლება და მოედნისთვის განკუთვნილი ინვენტარი.
მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარულ დღეში.

ცნობისთვის, 2025 წლის 30 ივნისის განკარგულების თანახმად, ქუთაისის მერიას საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 40 მლნ ლარი გამოეყო, რაც უნდა დაიხარჯოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, მათ შორისაა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციაც, რომლისთვისაც 4,3 მლნ ლარია გათვალისწინებული.




























