მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისის მერიას საჩუქრების შესყიდვა 2 200 ლარი უჯდება

BM.GE
12.03.19 09:04
831
ქუთაისის მერიამ საჩუქრების შესყიდვის მიზნით 2 200 ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. 6 მარტს შპს პრესტიჟთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მერიამ პარფიუმერული ნაწარმის დისტრუბუტორი კომპანიისაგან "ისი პარის" 22 სასაჩუქრე ბარათი შეიძინა. მერიის საჩუქარი ბარათის მფლობელს 100 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენის შესაძლებლობას აძლევს. როგორც მერიაში განაცხადეს, საჩუქრები მარტოხელა დედებს გადაეცათ, რომელთაც ვიცე-მერი 3 მარტს შეხვდა. ნიუპრესისი ინფორმაციით, მერიას მიმდინარე წლის 2 თვეში საჩუქრებისათვის უკვე დახარჯული აქვს 26 500 ლარზე მეტი თანხა. წლის განმავლობაში ქუთაისის ბიუჯეტიდან საჩუქრებისათვის 65 ათას ლარამდე იხარჯება.

ttp://www.newpress.ge/qutaisis-meriam-2200-laris-parfjumeriis-sasachuqre-baratebi-sheizina.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები