http://www.newpress.ge/qutaisis-merias-sasamartlom-konkursis-gamocxadeba-aukrzala.
ქუთაისის მერიას საქალაქო სასამართლომ კონკურსის გამოცხადება აუკრძალა. საქმე ეხება მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სასამართლო დავას. მაია მურუსიძის განცხადებით, მის გათავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო დავა მერიამ ორ ინსტანციაში წააგო. გადაწყვეტილების მიუხედავად, თვითმმართველობამ სამსახურში არ აღადგინა, რაც მორიგი დავის მიზეზი გახდა. მისი თქმით, ჯერ არ იცის, მერია სააპელაციოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ არა.


































